ლიტვის თავდაცვის მინისტრი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ინყოფებოდა

ლიტვის თავდაცვის მინისტრი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ინყოფებოდა

  საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ლიტვის თავდაცვის მინისტრი იუზას ოლეკასი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალს ეწვივნენ. სტუმრებს მასპინძლობა სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა რევაზ კუჭუხიძემ გაუწია. მან ლიტვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს სამხედრო ჰოსპიტალის შესაძლებლობები გააცნო და ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.

 

  ჰოსპიტალის მონახულების შემდეგ ლიტვის თავდაცვის მინისტრმა მიხეილ დარჩიაშვილთან ერთად, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გადაინაცვლა. რექტორმა ზურაბ აგლაძემ სტუმარს აკადემიის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: