დავით ნარმანია: ეს გზა დედაქალაქს საცობებისგან გაათავისუფლებს!
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ოპონენტების საუბარი იმაზე, რომ აღნიშნულ გზაზე მუშაობა ახალმა მთავრობა შეწყვიტა, არასწორია.
"დაახლოებით ერთი კვირის წინ იყო საუბარი კრწანისიდან შინდისისკენ მიმავალ გზასთან დაკავშირებით. ჩვენმა წინამორბედებმა განაცხადეს, რომ ჩვენ შევწყვიტეთ მასზე მუშაობა, მაგრამ ეს ასე არ არის. მინდა ვთქვა, რომ მათ ეს გზა მხოლოდ რუქაზე ჰქონდათ დატანილი, ჩვენ კი დოკუმენტაცია და ძირითადი მარშრუტი უკვე გავაკეთეთ და ეს ყველაფერი სქემატურად უკვე დალაგებულია. გუშინ განვიხილეთ ეს საკითხი და მინდა, დღევანდელ სხდომაზეც დავავალო შესაბამის სამსახურებს, რომ ამაზე იმუშაონ. ეს დედაქალაქის საცობებისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალებაა. ამიტომ ამაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.