მანანა კობახიძე: სახელისუფლებო გუნდში განსხვავებული პოზიციების ქონა ნორმალურია!
საქართველოს პრეზიდენტის Forbes-ისთვის მიცემულ ინტერვიუს აფასებს პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე. კობახიძე აღნიშნავს, რომ ძალიან კარგია პრეზიდენტის ის დამოკიდებულება გუნდის მიმართ, რაზეც პრეზიდენტი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
კობახიძის აზრით, დემოკრატიულ საზოგადოებაში განსხვავებული პოზიციები სრულიად ბუნებრივი მოვლენაა.
"ძალიან კარგია, თუკი პრეზიდენტს ასეთი დამოკიდებულება აქვს გუნდის მიმართ. რა თქმა უნდა, არანაირი პრინციპული სხვაობა ჩემი აზრით, არ არსებობს. თუკი რაიმე განსხვავებული პოზიციებია, ალბათ ესეც არის ბუნებრივი, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებაში შეიძლება იყოს განსხვავებული პოზიციები და არ არის სავალდებულო მუდმივად ყველა გამოხატავდეს ერთ პოზიციას.
ჩვენი სურვილია, რომ იყოს აბსოლუტური ნორმალური თანამშრომლობის, ასე ვთქვათ განწყობა." - განაცხადა მანანა კობახიძემ.