ხათუნა ლაგაზიძე: ხელისუფლებას დასავლელ მეგობრებთან ხისტი პოლიტიკა, შორს ვერ წაიყვანს!
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით აფასებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე.
მისი თქმით ხელისუფლებას, ხისტი პოლიტიკა დასავლელ მეგობრებთან, შორს ვერ წაიყვანს.
"პრეზიდენტი ცდილობს, რომ მისაღები და გასაგები იყოს დასავლელი პარტნიორებისთვის ბევრი კითხვის ნიშანი, რაც აქვს დღეს დასავლეთს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში და თუ ხელისუფლებას უნდა, რომ დარჩეს დასავლეთის პარტნიორად და დასავლეთის დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ სულ უფრო და უფრო არ გაცივდეს, ხელისუფლება უნდა ეცადოს მაქსიმალურად გადადგას შემხვედრი ნაბიჯები. ხისტი გადაწყვეტილებები, რომ მე ვარ და ჩემი ნაბადი, საქართველოს ხელისუფლებას შორს ვერ წაიყვანს", - აცხადებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე.