დავით ნარმანია: ატესტაციის ვადებს პარლამენტი და მთავრობა ადგენს!
თბილისის მერის განცხადებით, ატესტაციის ვადებს პარლამენტი და მთავრობა ადგენს, მერია კი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის.
"მარგიშვილის კანდიდატურა დავასახელე მე, რადგან მას კარგად ვიცნობ და ვენდობი, ამასთან ვიცი მისი ობიექტურობა. ასევე დავძენ, რომ ის კომისიის თავმჯდომარეა და არა ერთპიროვნული მმართველი, ამიტომაც ის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს. ის უხელმძღვანელებს კომისიას, კომისია კი გადაწყვეტილებას უმრავლესობით მიიღებს. პროცესი ძალიან ღიად და გამჭვირვალედ გაიმართება და წინასწარი გულისტკივილი იმასთან დაკავშირებით, რომ აქ უკანონობა მოხდება, მე ვფიქრობ, საღ აზრს მოკლებულია. თითოეულ ადამიანს ექნება საშუალება, დააკვირდეს პროცესებს, რომელიც ატესტაციასთან და კონკურსთან იქნება დაკავშირებული. აქვე დავძენ იმას, რომ ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც დაგვხვდნენ მერიაში, 90% მუშაობს და ის, ვინც კეთილსინდისიერად ასრულებს მისადმი დაკისრებულ მოვალობას, რა თქმა უნდა, ისინი აგრძელებენ მუშაობას. ატესტაციის პროცესი, ეს არის გადაუდებელი პროცესი, ვინაიდან ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტი და შემდგომ მთავრობა იღებს. ამიტომ, ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს ვემორჩილებით, ამ წესების საფუძველზე ღიად, გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩავატარებთ როგორც ატესტაციის, ასევე კონკურსთან დაკავშირებულ პროცედურებს", - განაცხადა ნარმანიამ