"იმედს" ლიანა ჟმოტოვა უხელმძღვანელებს!

"იმედს" ლიანა ჟმოტოვა უხელმძღვანელებს!

ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი კომპანიის "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" გენერალურ დირექტორად   ბადრი პატარკაციშვილის შვილი ლიანა ჟმოტოვა ინიშნება. ამის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუკით" გავრცელდა.


"იმედის" გენერალური დირექტორის თანამდბობაზე ლიანა ჟმოტოვა გიორგი არველაძეს შეცვლის. არველაძე ტელეკომპანიას 2009 წლიდან ხელმძღვანელობს.


შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია "იმედი" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, ინა გუდავაძემ "იმედის" აქციების 90% მხოლოდ 3 ლარად იყიდა.


ჟურნალ "ლიბერალისთვის" მიცემულ ინტერვიუში ინა გუდავაძე ამბობს, რომ ლიანა ჟმოტოვა არხის გენერალური დირექტორის თანამდებობას დროიბით დაიკავებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: