თენგიზ ფხალაძე: საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის საკითხი არ განიხილება!
პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის საკითხი ჯერ მომწიფებული არ არის და იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საქართველოს დეოკუპაციაზე სასაუბროდ მზად იქნება, შესაძლებელია ეს შეხვედრა შედგეს.
"რაც არ უნდა რთული იყოს შეხვედრა, საქართველოს პრეზიდენტი ამას არ გაურბის. აღნიშნული განცხადება თენგიზ ფხალაძემ "მაესტროს ცხრიანში" გააკეთა.
"პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ფიგურასთან შესახვედრად მზად არის, რომელმაც საქართველოს შეიძლება დადებითი მოუტანოს, დაძრას ის მტკივნეული თემები, რასაც ჰქვია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია - წინ წასწიოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ა.შ. რაც არ უნდა რთული იყოს ეს შეხვედრა, საქართველოს პრეზიდენტი ამას არ გაურბის, თუმცა დღეისთვის ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. პრეზიდენტების შეხვედრა არ მზადდება ერთ წუთში. ასეთი სამზადისი შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არ დაწყებულა".