რომან გოცირიძე: მდიდრის მიერ წაღებული ყოველი ლარი ღარიბისთვის წართმეული ფულია!

რომან გოცირიძე: მდიდრის მიერ წაღებული ყოველი ლარი ღარიბისთვის წართმეული ფულია!

  ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე საქართველოს სამედიცინო დაზღვევის პრობლემაზე თავის მოსაზრებას "facebook"-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

 "მეგობარმა ოპერაცია გაიკეთა. ძვირადღირებული. ხან უცხოეთში ცხოვრობს, ხან აქ. აქვს უმაღლესი დონის სამედიცინო დაზღვევა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში. შეეძლო გაეკეთებინა უფასოდ იქ, მაგრამ არჩია აქ, რადგან აქაც უფასოა ( ეს შემთხვევა ის იშვითი გამონაკლისია, როცა ხარისხი ერთნაირია).

 

  არავინ იცის, როდემდე გაუძლებს ამას ქართული სამედიცინო დაზღვევა. მდიდრის მიერ წაღებული ყოველი ლარი ღარიბისთვის წართმეული ფულია. ჯერჯერობით პრობლემაზე მხოლოდ მზარდი რიგები მიუთითებენ.

 

  საიდან დაფინანსება? წინა მთავრობის მიერ დატოვებული დაახლოებით ერთი მილიარდი და ახალი მთავრობის მიერ მიმდინარე და მომავალ წელს ასაღები ვალი 3 მილიარდი. ანუ სულ 4 მილიარდი, რომელიც ქვეყნის ერთი წლის ბიუჯეტის ნახევარია. მერე რას ვაპირებთ? ( ამაში ვალის დაბრუნება არ მიგულისხმია. ეს ადვილია, თუ შემოსავალი გაქვს)" - წერს რომან გოცირიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: