ნატალია ზაქარეიშვილი: რა აკაკანებს „ნაცმოძრაობას?!“
ვეხმაურები მერიის წინ მოწყობილ ნაცმოძრაობის აქციას და მივმართავ ყველა დასაქმებულს: თუ ვინმე თვლის, რომ დარღვეულია მათი შრომითი უფლებები მოგვმართოს საქართველოს კონსტიტუციურ სამართლიაანობის ლიგას უფლებების დასაცავად.
ვის-ვის და „ნაციონალურ მოძრაობას“ არა აქვს უფლება შრომითი უფლებების დარღვევაზე გველაპარაკოს!!!
კარგად მახსოვს მათი ხელისუფლებაში მოსვლის დროც და "საგმირო" საქმეებიც. სწორედ ნაციონალების შრომის მინისტრმა პირველად ამ ქვეყანაში უხეშად დაარღვია შრომის კანონდებლობა - მისთვის შეუფერებელი და შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა ამავე სამინისტროში. ამით, ყოფილმა შრომის მინისტრმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებული ქვეყნის იმიჯი შელახა, აქაურ კანონზე და მორალურ მხარეზე, რომ აღარ ვილაპარაკოთ...
მინდა, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ ერთი ეპიზოდი შევახსენო მათი წარსულიდან: მე იმ დროისთვის სწორედ იმ სამსახურს ვხელმძღვანელობდი, რომელიც შრომით უფლებებს იცავდა (შრომითი დავების მარეგულირებელი სამსახური) და სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში გაუქმდა იგი (და არა მარტო ეს სამსახური, მთლიანად განადგურდა შრომის სამინისტროს ყველა ერთეული)!
აი, როგორი „მმართველები“ იყვნენ ისინი...
ახლა კი ერთ საგულისხმო დეტალს გავიხსენებ: საგანგებო დავალებით დანიშნულმა მაშინდელმა შრომის მინისტრმა ბატონმა ლადო ჭიპაშვილმა პირველივე შეხვედრაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ მუშაკებს პირველივე ორშაბათის სამუშაო შეხვედრაზე გამოგვიცხადა: (ვციტირებ), "ახლა არის 12 საათი... ხვალ 12 საათამდე ყველა თქვენი თანამშრომლის, თქვენთან ერთად, პირადი განცხადება სამუშაოდან წასვლის თაობაზედ უნდა იყოს კადრების განყოფილებაში ჩაბარებული. ვინც ამას თავისი ნებით არ გააკეთებს, მე გავათავისუფლებ ჩემი ბრძანებით. ვიცი, რომ უკანონო მოთხოვნაა, მაგრამ სადაც გინდათ, იქ მიჩივლეთო"...
ეს ისეთი მოულოდნელი და შოკისმომგვერელი განცხადება იყო, რომ ადგილზე გავქვავდი. მე ვინც მიცნობს და ჩემი საქმიანობა უნახავს, იცის როგორი შეუვალი და პრინციპული ვარ ასეთ დროს - ეს ჩემთვის ტყვიის დახლას ნიშნავდა - მაშინ, როცა შრომის სამინისტროს ვალდებულებაა, ქვეყანაში დაიცვას დასაქმებულების შრომითი უფლებები, ის გამოდის ინიციატივით, რომ მასიურად, იძულებითი წესით, პირადი განცხადების საფუძველზე დაითხოვოს ყველა თანამშრომელი...
კიდევ ვიმეორებ: ჭიპაშვილის განცხადება იმდენად შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ ვერ გავაცნობიერე დარბაზი დაიცალა. მე კი ისევ ჩემს ადგილზე ვზივარ. როცა გამოვერკვიე, მხოლოდ ჩემი მეგობარი (მაშინდელი სამინისტროს აპარატის უფროსი) გურამ ჩახვაძე მელოდებოდა.
კარგად მიცნობდა და ხვდებოდა, რაც ხდებოდა ჩემს თავს. სრულიად გულწრფელად და ალბათ, გულუბრყვილოდ ვუთხარი გურამს, რომ სასწრაფოდ შევიდეთ მინისტრთან და ავუხსნათ, რომ ეს უხერხულია. და, რომ ამ ინფორმაციის ჟენევის ოფისში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში გაჟონვის შემთხვევაში ქვეყნის იმიჯი შეილახება და მკაცრი სანქციები დაეკისრება ქვეყანას-მეთქი... ჩახვაძეს მწარედ გაეღიმა და მირჩია, რომ განცხადება გამეგზავნა კადრებში.
აღშფოთებული ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქციის მოწყობით და დასაქმებულთა უფლებების დაცვის მოწოდებებით(?!)
ვის-ვის და „ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არა აქვს არც მორალური და არც კანონიერი უფლება მიუთითოს დღევანდელ ხელისუფლებას კანონიერებაზე!!!
ჩემის მხრივ, დღევანდელ ხელისუფლებას მივმართავ, რომ არ გაიმეოროს მათი შეცდომები და არ დაარღვიოს დასაქმებულთა შრომითი უფლებები.
ნატალია ზაქარეიშვილი
საქ. კონსტიტუციური სამართლიანობის ლიგის თავმჟდომარე,
ექსპერტი შრომისა და სოციალურ საკითხებში