ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ის, რასაც დღეს ნარმანია და მისი გარემოცვა აკეთებს, არანაირ სტანდარტში არ ჯდება!

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ის, რასაც დღეს ნარმანია და მისი გარემოცვა აკეთებს, არანაირ სტანდარტში არ ჯდება!

  დიმიტრი ლორთქიფანიძე: ის, რასაც დღეს ნარმანია და მისი გარემოცვა აკეთებს, არანაირ სტანდარტში არ ჯდება

  "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე, გაზეთ ,,რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას გადაწყვეტილება მერიის თანამშრომლებზე სახელფასო დანამატების დამტკიცების შესახებ, არასწორია და თვითმმართველ ორგანოშიც იგივე ხდება, რაც ცენტრალურ ხელისუფლებაში:

  ,,ეს, ჩემი აზრით, იმ სრულიად უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია, რასაც ,,ქართული ოცნება" ახორციელებს. ვერ ვიგებ, ამას შეგნებულად ხომ არ აკეთებენ, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ განაწყონ.


  ,,ქართული ოცნების" ქმედებას ,,სიწუწკის პოლიტიკას" დავარქმევდი. იციან, რომ ხელისუფლებაში სამუდამოდ ვერ დარჩებიან და მაქსიმალური სარგებლის მიღებას დღესვე ცდილობენ. ,,ნაცმოძრაობა" ყველა ღონეს ხმარობდა და მილიონიან მოგებებს ნახულობდა შემდგომში პარტიული აქტივის დასაფინანსებლად, მაგრამ ის, რასაც დღეს ნარმანია და მისი გარემოცვა აკეთებს, არანაირ სტანდარტში არ ჯდება. ეს არის ყველაზე ბეცი პოლიტიკა, რომელიც კი შეიძლება მაღალი ლეგიტიმაციით არჩეულმა პირმა აწარმოოს",-განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

  ლორთქიფანიძე უსაფუძვლოს უწოდებს არგუმენტებს იმის შესახებ, რომ საჯარო სამსახურში მომუშავე თანამდებობის პირის ხელფასი იმ საქმესთან შედარებით, რასაც აკეთებს, დაბალია და დანამატები სწორედ ამისთვისაა საჭირო.

მისივე თქით, ამას შემდგომ აუცილებლად დაემატება პრემიები და ,,ოცნების" წარმომადგენლები საბოლოოდ იმ ნიშნულამდე ავლენ, სადაც ,,ნაცმოძრაობა" იყო ასული.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: