ვინ იქნება სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი რწმუნებული?!

ვინ იქნება სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი რწმუნებული?!

საინფორმაციო სააგენტოებით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ორი კანდიდატი განიხილება: ირაკლი ალასანიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მერაბ ქვარაია და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობელი ედიშერ თოლორაია.


ედიშერ თოლორაია კოალიცია "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" სიის 101 ნომერი გახლავთ.


"ივერიონი" ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მერაბ ქვარაიას დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა: "ჩემთან ამ  თემაზე ოფიციალურად არავის უსაუბრია და ამიტომაც არაფრის თქმა არ შემიძლია. ჯერჯერობით სამხარეო რწმუნებულებს პრეზიდენტი ნიშნავს და მე მისთვის ძალზედ მიუღებელი კანდიდატი ვარ".


ჩვენთან საუბრისას ედიშერ თოლორაია ადასტურებს, რომ მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ მასაც სმენია, თუმცა ოფიციალური შემოთავაზება არ ჰქონია. "ამგვარი საუბარი ზუგდიდშიც მსმენია და მინდა გითხრათ, რომ ეს უბრალოდ ჭორია და მეტი არაფერი. ასეთი საუბარი კოალიციის ლიდერებთან არ ყოფილა", _ აცხადებს თოლორაია.


შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე დღის წინ განიხილეს ინიციატივა, პრემიერ-მინისტრის მიერ რწმუნებულების შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით.


ვალერი ვახანია     

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: