ირაკლი სესიაშვილი: რუსეთი ნატოს გაფართოებას ებრძვის!
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით არასტაბილურობის მთავარი გარანტი თავად რუსეთია და საქართველო მოცემულ სიტუაციაში არავის ებრძვის, არამედ თავისუფლების დაცვას ცდილობს. სესიაშვილს განმარტებით, რუსეთი ნატოს გაფართოებას ებრძვის.
"მთავარი არასტაბილურობის გარანტი არის თავად რუსეთი, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ, სამხედრო ბაზები აქვს განთავსებული და ჩვენს ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, დაიცვას საკუთარი ქვეყანა. ჩვენ არავის არ ვებრძვით, ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნის დაცვა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი თავისუფლების უზრუნველყოფა. ეს ძალიან კარგად იცის რუსეთმა, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, გლობალური პოლიტიკის ფარგლებში რუსეთი ებრძვის ნატოს გაფართოებას",-განაცხადა სესიაშვილმა.
ცნობისათვის, ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა, რომელშიც რუსული მხარე ნატოს სამხედრო ტექნიკის საქართველოში განთავსების გამო შეშოთებას გამოთქვამს.