გია ვოლსკი: ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა ურთიერთობის მისაღები ფორმაა!
პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი განმარტავს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა ურთიერთობის მისაღები ფორმაა. როგორც ვოლსკი ამბობს, ხელშეკრულების გაფორმება მხოლოდ რუსეთთან იქნება მისაღები, როგორც სახელმწიფოსთან, თუმცა ეს მისი თქმით, რუსეთის ინტერესებში არ შედის.
ვოლსკის განცხადებით, ახლა მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ რა ფორმა უნდა მოიძებნოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
"იქ არის ფორმატი, სადაც, როდესაც დამთავრდება შეხვედრა, ხდება ყავაზე დალაპარაკება, ეს აბსოლუტურად მიღებული ფორმაა ურთიერთობისა, ეგეთი ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს მხოლოდ რუსეთთან, იმიტომ რომ სახლმწიფოა, სახელმწიფოთა შორის შეიძლება მოხდეს ეს.
რუსეთისთვის ეს, რასაკვირველია პოლიტიკურად არ არის მოხერხებული, იმდენად, რამდენადაც მისი მიზანია საერთაშორისო ასპარეზზე გამოიყვანოს ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტები. ეს ჩვენთვის და მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის არ არის მიღებული და ამ თემაზე მიმდინარეობს მსჯელობა, რა ფორმა შეიძლება მოიძებნოს იმისათვის, რომ იყოს უსაფრთხოება დაცული",-განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისათვის, ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაგააკეთა. განცხადებაში რუსული მხარე ნატოს სამხედრო ტექნიკის საქართველოში განთავსების გამო შეშოთებას გამოთქვამს.