გოგლა ჟვანია: გამოძება მალე დასკვნით ფაზაში გადავა!

გოგლა ჟვანია: გამოძება მალე დასკვნით ფაზაში გადავა!

   ყოფილი პრემიერის ძმამ, დეპუტატმა გოგლა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე გამოძიება მალე დასკვნით ფაზაში  გადავა.  მისი თქმით, გვამის ექსჰუმაცია ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

 

  "გამოძიება, მგონი, მალე გადავა დასკვნით ფაზაში. ნუ დავთქვამთ ვადებს, ვადები რამდენჯერმე ვთქვი, ცოტა ძნელია ამ საქმეში სიზუსტის დაცვა, მაგრამ ძალიან მალე გაიხსნება. რაც შეეხება ახალ გარემოებებს, ახალი გარემოებები გაჟღერებულიც არის საზოგადოებაში. ექსჰუმაცია ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ზოგადი საუბარი იყო. კონკრეტულად საუბარი არ ყოფილა. იქნებიან ქართველი და უცხოელი ექსპერტები", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: