სამშენებლო კომპანია "დომინუსის" დირექტორი დააკავეს

სამშენებლო კომპანია "დომინუსის" დირექტორი დააკავეს

 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანია "დომინუსის" დირექტორი გელა გურული დააკავა.


 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გელა გურული გუშინ დააკავეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე. მისი დაკავება თანხის მითვისებას უკავშირდება.


  "გელა გურული ზესტაფონში აშენებდა სტადიონს და ამ სტადიონის მშენებლობის პროცესში თანხების მითვისებასთან დაკავშირებით არის დაკავებული", - აცხადებენ სამინისტროში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: