ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

თამარ ზურაშვილი: ,,ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა ჩართულობის გაზრდა პოლიტიკურ პროცესებში ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი პრიორიტეტია

თამარ ზურაშვილი: ,,ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა ჩართულობის გაზრდა პოლიტიკურ პროცესებში ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის"  ერთ-ერთი პრიორიტეტია

   არასამთავრობო ორგანიზაციის ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) ორგანიზებითა და სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმოადგენლების მონაწილეობით სასტუმრო Rooms Hotel Tbilis -ში გაიმართა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის თემაზე მომუშავე მრავალპარტიული ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრის მიზანი გახლდათ პოლიტიკურ პარტიებში და ზოგადად პოლიტიკაში, გენდერული თანასწორობის პრობლემების განხილვა და არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად სამოქმედო პრიორიტეტების დასახვა. 

   შეხვედრაზე მონაწილეებმა ასევე  განიხილეს საქარღთველოში ქალთა უფლებების დარღვევის სტატისტიკა და  დაგეგმეს სამომავლო ღონისძიებები პრობლემის მოგვარების  ხელშეწყობის მიზნით.

   შეხვედრაში მინაწილეობა მიიღეს  ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის"  წარმომადგენლებმა. როგორც შეხვედრის დასრულებისას პარტიის გენდერულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრმა, თამარ ზურაშვილმა განაცხადა:

   -,,ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა ჩართულობის გაზრდა პოლიტიკურ პროცესებში ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის"  ერთ-ერთი პრიორიტეტია. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებში  ჩვენი პოლიტიკური პარტია გახლდათ ერთ-ერთი იმ პარტიათაგანი, რომლებმაც მაქსიმალურად დაიცვეს ქალთა მოცულობითი წარმომადგენლობა პარტიული სიების დაკომპლექტებისას. ასევე, არაერთი კვლევის თანახმად, ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" იკავებს წამყვან პოზიციებს  ქალთა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის ხელშეწყობის თვალსაზრისით. ამასთან, ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ამ მიმართულებით მუშაობას და გამოვთქვამთ მზადყოფნას, მონაწილეობა მივიღოთ გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ ქალთა უფლებების დაცვისა თუ მათი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიზნით განხორციელებულ აქტივობებში".

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: