ირაკლი სესიაშვილი: ფინანსთა მინისტრი საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი აღარ იქნება!

ირაკლი სესიაშვილი: ფინანსთა მინისტრი საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი აღარ იქნება!

   საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში დაგეგმილ ცვლილებებს კონსტიტუციურ ცვლილებებს უკავშირებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

 

      მისი თქმით, კონსტიტუციური მოცემულობით პრეზიდენტის ფუნქცია სახმედრო აღმშენებლობაა, სხვა დანარჩენი კი მთვარობის პასუხისმგებლობაშია.


   "კონსტიტუციური მოდელის მოცემულობით პრეზიდენტის ფუნქცია გახლავთ თავდაცვის ორგანიზაცია და სამხედრო აღმშენებლობა. ყველა დანარჩენი საფრთხე, რაც არის გამოწვეული ეკოლოგიური, ეკონომიკური, ენერგეტიკული და ა.შ. საკითხებით, ყველაფერი თავმოყრილია მთავრობის პასუხისმგებლობაში.

  პრეზიდენტს დარჩა თავდაცვის ორგანიზაციისა და სამხედრო აღმშენებლობის უფლებამოსილება. შესაბამისად, მისი მრჩეველი ორგანო - უშიშროების საბჭო, დაკავებულია იმ საკითხების განხილვით, რომელიც პრეზიდენტის ფუნქციას და მოვალეობებს უკავშირდება", - ამბობს სესიაშვილი "კურიერთან" ინტერვიუში.

   შეგახსენებთ, ცვლილებების მიხედვით, ფინანსთა მინისტრი საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი აღარ იქნება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: