დავით საგანელიძე: ოჯახური ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციების თემა არ უნდა გახდეს!
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ბარბარე რაფალიანცის საქმის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ეს არის ოჯახური ტრაგედია, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური ნიშნით იყენებენ.
"ხშირ შემთხვევაში, სამწუაროდ ხდება რაღაც გარკვეული რაღაც პოლიტიკური შანტაჟი თუ დაპირისპირება. ყველას გთხოვთ, ჟურნალისტებსაც, საზოგადოებასაც, მთავრობასაც, პარლამენტარებს და ჩემს თავს პირადად, ოჯახური ტრაგედია, ის, რაც აუცილებლად უნდა გამოიძიონ და შეისწავლონ და იმედი მაქვს, ასეც მოხდება თუ ამას მოინდომებენ, არ უნდა გახდეს პოლიტიკური სპეკულაციების თემა. მგონი ეს პოლიტიკური სპეკულაციები ყველა ტელევიზიამ, ყველა ჟურნალისტმა თუ ყველა პოლიტიკოსმა უნდა დაამთავროს." - განაცხადა დავით საგანელიძემ.
შეგახსენებთ, ათი თვის ბარბარე რაფალიანცი ორი წლის წინ, წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის მკვლელობა თავიდან პოლიტიკას და არჩევნებს დაუკავშირეს, გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა.