ზურაბ აბაშიძე: ავარო-კახეთის გზის მშენებლობა ექსპერტების საქმეა!

ზურაბ აბაშიძე:  ავარო-კახეთის გზის მშენებლობა ექსპერტების საქმეა!

  პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე განმარტავს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე დაღესტანში, ავარო-კახეთის გზის მშენებლობის შესახებ ინფორმაციას მოისმენს, თუ რუსული მხარე ამ საკითს წამოსწევს. აბაშიძე იქვე დასძენს, რომ ქართული მხარე რუსეთს ვერ აუკრძალავს აღნიშნული გზის რეაბილიტაციას. აღნიშნული განცხზადება აბაშიძემ  "რუსთავი 2"- თან საუბრისას გააკეთა. 

 

  "არანაირად ეს თემა ჩვენს შეხვედრაზე არ განხილულა. ამიტომ მიჭირს კომენტარის გაკეთება. თუ რუსეთის მხარე რაღაცნაირად გამოიჩნენს ინიციატივას, მოვისმენთ ჩვენ. ჩემი საქმეა, მარტო დაგიდასტუროთ ეს განიხილება თუ არა მთავრობაში და არ განიხილება. ეს უფრო ექსპერტების საქმეა, რომ იმსჯელონ, საჭირო იქნება ამ გზის რეაბილიტაცია, თუ არა.

 

  რუსეთის მხარე, როგორც მედიისგან მოვისმინეთ, იქ გარკვეულ სამუშაოებს ატარებს, მაგრამ ვერ ავუკრძლავთ ჩვენ რუსეთს თავის ტერიტორიაზე გზა ააშენოს, დაანგრიოს, შეაკეთოს",-განაცხადა აბაძიძემ. 

 

  ცნობისთვის, რუსეთი დაღესტანში ავარო-კახეთის გზის მშენებლობას გეგმავს, რომლის სიგრძეც 80 კმ-ია. ამასთან, გზის მთელი ნაწილი კასპიის ზღვის აუზსა და შავ ზღვას შორის 470 კმ-ია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: