მანანა კობახიძე: უვადო პატიმრების საქმეები პერიოდულად უნდა გადაისინჯოს!
პარლამენტის ვიცესპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, ადამიანის თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია იძლევა საშუალებას, უვადო პატიმრების საქმეები პერიოდულად გადაისინჯოს.
"ის სტანდარტი, რომელსაც გვთავაზობს ადამიანის თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, ითვალისწინებს უვადო პატიმართა საქმეების პერიოდულ გადასინჯვას, შეიძლება თუ არა გამოყენებული იქნას ასეთ პირთა მიმართ ის ზომები, რომელსაც ჩვენ ვეძახით ვადაზე ადრე გათავისუფლებას, პირობით ან იგივე შეწყალებას, რომელიც მისცემს ამ კონკრეტულ პირებს კვლავ საზოგადოებაში რესოციალიზაციის საშუალებას",-განაცხადა კობახიძემ.
ცნობისათვის, დღეს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ და პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის მუშაობის პრინციპების შესახებ იმსჯელეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა უავდო პატიმრების შეწყალება იყო.