2013 წლის ბიუჯეტი პარლამენტის შენობას შეიწირავს?!

2013 წლის ბიუჯეტი პარლამენტის შენობას შეიწირავს?!

საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში უკვე შევიდა. 

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომას აცნობა, ბიუჯეტის პროექტს ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მას აქვს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობა. 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ დღეს მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტის წარდგენის ბოლო ვადა იყო. 

 

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხარჯები, ასევე შესაძლოა, ბიუჯეტიდან აღარ გამოიყოს თანხა პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობის დასასრულებლად. 

 

ამ საკითხს პარლამენტში განხილვა მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემ სახელისუფლებო გუნდს მიმართა იმ 15-20 მილიონი ლარის წყაროს მოძიების წინადადებით, რაც პარლამენტის შენობის მთლიანად დასრულებას სჭირდება. თუმცა, საწინააღმდეგოს ამტკიცებს უმრავლესობა. "იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს საბოლოო გადაწყვეტილება, დარჩება თუ არა პარლამენტი ქალაქ ქუთაისში, იქნება ეს შენობა სასწავლო-საუნივერსიტეტო დაწესებულება თუ სხვა ფუნქციის მატარებელი ობიექტი, უმჯობესია მოხდეს შენობის კონსერვაცია და არსებული სახით მისი შენარჩუნება", - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ.

 

ვალერი ვახანია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: