ზურაბ აბაშიძე:-"უნდა განვაგრძოთ ის, რომ განვამტკიცოთ ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობა და მისი ნდობა"

ზურაბ აბაშიძე:-"უნდა განვაგრძოთ ის, რომ განვამტკიცოთ ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობა და მისი ნდობა"

   ევროსაბჭოს თანამომხსენებლის მაიკლ იენსენის ინტერვიუს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მაიკლ იენსენის განცხადებები სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ კიდევ ერთხელ მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" ლუსტრირება. დეპუტატის თქმით:

 

   -"რეზოლუციაში საკმაოდ ტენდენციური ელემენტები არსებობდა, რომელსაც, სამწუხაროდ, ნაკლები დრო დაეთმო. ის ნაწილი, რომლის წარმოჩენასაც "ნაცონალური მოძრაობა" ცდილობდა, განხორციელდა კიდეც. ჯობდა, ეს არ ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ევროპის სახალხო პარტია არის საკმაოდ სოლიდარული "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ.  ეს არის მათი მეგობარი პარტია ევროპაში და მათი ინტერესები ერთმანეთთან გადაჯაჭვულია. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ კანონის წინაშე არის ყველა თანასწორი, დანარჩენს, ყველაფერს სასამართლო გადაწყვეტს. ბუნებრივია, ასეთი რეკომენდაციები მართლმსაჯულებას აღემატება და რახან ასეთი მოსაზრებები აქვს სასამართლოს, ჩვენ სხვანაირად უნდა მოვიქცეთ?! რა თქმა უნდა, არა. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ის, რომ განვამტკიცოთ ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობა და მისი ნდობა".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: