ძუძუს კიბო განაჩენი არ არის!-,,ჩვენ ვიბრძვით სიცოცხლისთვის"
ძუძუს კიბო განაჩენი არ არის, იმის მიუხედავად, რომ მძიმე სამედიცინო დიაგნოზია და არანაკლები ფსიქოლოგიური დისტრესი, ნებისმიერი ადამიანისათვის. დღეს ამ დაავადებასთან ბრძოლის დღეა, ვულოცავ ყველა პაციენტსა თუ ყოფილ პაციენტს ამ დაავადებაზე გამარჯვებას, ის ვინც ეხლა შეუდგა ამ მძიმე გზას, შინაგან რწმენას ვუსურვებ , თქვენ, არ ხართ სიკვდილმისჯილები, იბრძოლეთ თქვენი სიცოცხლისთვის...
ჩვენ ვიბრძვით თქვენი სიცოცხლისთვის!!! Europa Donna Georgia-ს ძუძუს კიბოსთან ბრძოლის ასოციაცია, რომელიც პაციენტებს და ყოფილ პაციენტებს აერთიანებს,
15 ოქტომბერს, 13:30 "არენა"-ზე მართავს ღონისძიება ,,ჩვენ ვიბრძვით სიცოცხლისთვის" პაციენები და მხარდამჭერები ჩაერთვებიან სხვა დასხვა სპორტულ აქტივობებში.