ელისო ჩაფიძე: ყველა მნიშვნელოვანი საკითხი საერთაშორისო დონეზე უნდა ადისვას!

ელისო ჩაფიძე: ყველა მნიშვნელოვანი საკითხი  საერთაშორისო დონეზე უნდა ადისვას!

  საპარლამენტო უმრავლესობა აფხაზეთისა და რუსეთის შესაძლო სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით რეზოლუციის საკუთარ პროექტს შეიმუშავებს.

  უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ მმართველ ჯგუფში სერიოზული ადამიანების ჯგუფი მუშაობს იმაზე, როგორი შეიძლება იყოს რეზოლუცია.

  დეპუტატი "ნაციონალების" მიერ გავრცელებულ რეზოლუციის ტექსტსაც აფასებს და აცხადებს, რომ მისთვის ოპონენტი კოლეგების პათოსი მისაღებია, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტა არ შეიძლება.

  "არ შეიძლება მოლაპარაკებების შეწყვეტა. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი უნდა დავსვათ საერთაშორისო დონეზე. დღეს, 14:00 საათზე ვიკრიბებით უმრავლესობა და განვიხილავთ რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებულ საკითხებსა და იმ ნაბიჯებს, რაც უმრავლესობამ უნდა გადადგას," - აცხადებს ჩაფიძე.

  შეგახსენებთ, რომ რუსეთი აფხაზეთს სამხედრო ძალების გაერთიანებასა და თანამშრომლობას სთავაზობს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: