კახი კახიშვილი: სასჯელაღსრულების და პრობაციის რეფორმის მალე განხორციელება ქვეყნის ინტერსებში შედის!

კახი კახიშვილი: სასჯელაღსრულების და პრობაციის რეფორმის  მალე განხორციელება ქვეყნის ინტერსებში შედის!

  სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილის კახა კახიშვილის განცხადების თანახმად, სასჯელაღსრულების და პრობაციის რეფორმის  მალე განხორციელება ქვეყნის ინტერსებში შედის.


   "არასდროს მიფიქრია, ნეტავ ამ სამინიტროში დავიწყო-მეთქი მუშაობა... სანამ ამ თანამდებობაზე დავთანხმდებოდი, ერთი თვე ვფიქრობდი. მინისტრი ჩემი კურსელია, ჩვენ ვმეგობრობდით.  მე მას კარგად ვიცნობდი, ვიცოდი მისი პრინციპები და ეს გავითვალისწინე გადაწყვეტილების მიღებისას.


   როცა სამინისტროში მისვლა შემომთავაზეს, უკვე დაწყებული ჰქონდათ რეფორმა, ის რეფორმა, რომელმაც ძირეულად უნდა შეცვალოს სისტემა. ანუ, ძირითადი მიზანი სიღრმისეული რეფორმაა ადმინისტრაციული კუთხით. ვეცდებით, მალე განვახორციელოთ ეს რეფორმა", - განაცხადა კახა კახიშვილმა.


  კახიშვილის თქმით, მას საპარლამენტო მდივნის ფუნქცია ექნება შეთავსებული.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: