ლევან შონია: მოქალაქეებთან დამოკიდებულებას შევცლი და პრესასთანაც ვითანამშრომლებ!

ლევან შონია: მოქალაქეებთან დამოკიდებულებას შევცლი და პრესასთანაც ვითანამშრომლებ!

სამეგრელო-ზემო სვანეთის შს მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტი დღეიდან ლევან შონიამ ჩაიბარა. ამის შესახებ დღეს საღამოს გახდა ცნობილი. 


 როგორც  ჟურნალისტებთან საუბრისას ლევან შონიამ განაცხადა, პოლიციის დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ რადიკალურად შეიცვლება. სამხარეო სამმართველოს უფროსმა მედიასთან თანამშრომლობის პირობაც დადო. რაც შეეხება სხვადასხვა რაიონული სამმართველოს ხელმძღვანელ პირებს, შონია განმარტავს, რომ მათი შეცვლა ეტაპობრივად მოხდება, ამჯერად კი ის უწყებაში გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს მართავს.


ლევან შონია ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მონახულებას და იქ არსებული ვითარების გაცნობასაც გეგმავს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: