დავით საგანელიძე: აფხაზეთში ანექსიის პროცესს ბევრი დაუპირისპირდება!

დავით საგანელიძე: აფხაზეთში ანექსიის პროცესს ბევრი დაუპირისპირდება!

   საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას" აფხაზეთში ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება.


   "როგორც ჩანს, რუსეთის საგარეო უწყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს არის მათი გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთში ბევრი დაუპირისპირდება ანექსიის პროცესს. ჩვენ მოგვიწევს ქმედითი, რადიკალური ღონისძიებების მიღება, რომ მშვიდობიანი გზებით, როგორმე დავარწმუნოთ რუსეთი და გავაძლიეროთ საერთაშორისო პოზიცია, რომ არ მოხდეს ყირიმის მოვლენების პირდაპირი გაგრძელება ", -განაცხადა დავით საგანელიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: