ბიძინა ივანიშვილი 80 მილიონს იბრუნებს?!
როგორც ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბრისას მანანა კობახიძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილს უნდა გადაეცეს ის 80 მილიონი, რომელიც მას ჯარიმის სახით უკანონოდ გადაახდევინეს. "ამით ჩვენ სამართლიანობას აღვადგენთ", _ განაცხადა კობახიძემ.
"ივერიონი" დაუკავშირდა დამოუკიდებელ ექსპერტს სოსო ცინცაძეს და შეეცადა გაერკვია, თუ რამდენად ჯდება სამართლებლივ ჭრილში ეს გადაწყვეტილება და რამდენად მიზანშეწონილია ჯარიმის უკან დაბრუნება. ექსპერტმა განაცხადა, რომ არ სმენია ამის შესახებ. "სანამ ამ ფაქტის არსში არ გავერკვევი, ვერფერს გეტყვით", _ ამბობს ცინცაძე.
შეგახსენებთ, რომ "ელიტა-ბურჯის" საქმიანობასთან დაკავშირებით, წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილს სასმართლოს გადაწყვეტილებით სოლიდური ჯარიმის გადახდა დაეკისრა.