მალხაზ ველიჯანაშვილი: ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე განაჩენი გამამართლებელი უნდა იყოს!

მალხაზ ველიჯანაშვილი: ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე განაჩენი გამამართლებელი უნდა იყოს!

   ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დღეს დასკვნითი პროცესი იმართება. დაცვის მხარის განცხადებით, იმის გათავლისწინებით, რომ მტკიცებულებები შეუსაბამო და წინააღმდგობრივია, განაჩენი აუცილებლად გამამართლებელი უნდა იყოს.

 

   ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოყვანილი მოწმეები არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ, რაც სასამართლო პროცესზე დადასტურდა.

   "ყველა ის მოწმე, რომელიც მოყვანილი ჰყავდა ბრალდების მხარეს, არის ტყუილის მატარებელი, მათ განაცხადეს არასწორი ინფორმაცია, რაც დადასტურდა სასამართლოზე, სწორედ ამას დაასაბუთებს დაცვის მხარე. ასევე იქნება რეპლიკები, რასაც მოჰყვება საბოლოო სიტყვა და უკვე მოსამართლე გავა განაჩენის გამოსატანად.

  სწორედ ეს განაჩენი, იმის გათვალისწინებით, რომ მტკიცებულებები არის შეუსაბამო, არის წინააღმდეგობრივი, აუცილებლად უნდა იყოს გამამართლებელი",- განაცხადა ველიჯანაშვილმა.

  საპირისპირო მოლოდინი აქვს ბრალდების მხარეს, რომელიც აცხადებს, რომ პროკურატურამ ამ საქმეზე სასამართლოში დაასაბუთა თითოეული  ბრალდებულის დანაშაული და მათთვის გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.

  პროცესზე მხარეების რეპლიკებით გამოსვლაც იგეგმება. ამის შემდეგ კი მოსამართლემ განაჩენი უნდა გამოიტანოს.

  ცნობისათვის, ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაია, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი არიან ბრალდებული. გამოძიების ინფორმაციით, 2006 წელს ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაცია, რომელსაც სამი ადამიანის სოცოცხლე შეეწირა, წინასწარ იყო დადგმული.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: