"ჩინონვნიკებმა თბილისობის დღესასწაული ფულის კეთებისთვის არ უნდა გამოიყენონ"
" გაერთიანებული დემოკრატები" თბილისობის დღესასწაულის გამართვისათვის, გამგეობების მიერ მოთხოვნილ თანხებს დუბლილებას უწოდებენ. ფრაქციის თავჯდომარის ზაზა ვეკუას განცხადებით: "საკრებულოში წარმოდგენილი დოკუმენტებიდან დედაქალაქის 9 გამგეობა თბილისობისათვის 130 ათას ლარზე მეტის გამოყოფას ითხოვს, მაშინ როცა მარტო მერიის განათლებისა და კულტურის, ასევე სპორტული ღისძიებების სამსახურები, ჯამში დღესასწაულის გასამართად 330 ათას ლარზე მეტს დახარჯავენ. "გაერთიანებული დემოკრატები" მიიჩნევენ, რომ ჩინონვნიკებმა თბილისობის დღსასწაული ფულის კეთებისთვის არ უნდა გამოიყენონ. ამიტომ ბიუროს სხომაზე გამგეობების ხარჯთაღრიცხვების დეტალურ მონაცემებს ითხოვენ.