საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

  საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტებულია, რომ სხდომა 28 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიმართება.

 

   "15 სექტემბერს მივმართე საქართველოს პარლამენტს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ხელშეკრულების მოსალოდნელი შედეგების თაობაზე პოზიციის შესამუშავებლად. 17 სექტემბერს პარლამენტმა მიიღო განცხადება "რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის მცდელობის თაობაზე", რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას, ხოლო ხსენებული ხელშეკრულება დამატებით საფრთხეს შეუქმნის რეგიონალურ სტაბილურობას. გაუარესებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციის მიზნით კოორდინირებული ნაბიჯების დასაგეგმად ვიწვევ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას ა.წ. 28 ოქტომბერს 15:00 საათზე", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: