აქციას "ივერიონიც" მხარს უჭერს
საინფორმაციო სააგენტო "რეპორტალ ტაიმი" იწყებს საქველმოქმედო აქციას-"ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით" და მოგმართავთ ყველას, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომელთაც ყველაზე ძალიან უჭირთ.
ზამთარი მოდის, მოდით ამ ადამიანებისთვის შევაგროვოთ საბნები, ლებები, თბილი პლედები და ტანსაცმელი, კონსერვები, საოჯახო ნივთები, მედიკამენტები, ჰიგიენისა და პირველადი მოხმარების ნივთები...ეს ხომ არც ისე ძნელია, აბა გადახედეთ კარადებს, რამდენი ნივთი გიდევთ ისეთი, რომელიც წლებია არ გამოგიყენებიათ, არადა შეიძლება ვიღაცას ძალიან სჭირდებოდეს ის.
მოგმართავთ ყველას, შემოგვიერთდით, ხომ იცით, თითო აგურის დადებით ცათამბჯენები შენდება, ჩვენც შევძლებთ თითო ნივთის მოტანით დიდი საქმე გავაკეთოთ, შევძლებთ თუ ერთად ვიმოქმედებთ და ერთად დავდგებით სიკეთის საკეთებლად.
ასევე მივმართავთ რაიონების გამგეობებს, საკრებულოებს, მივმართავთ საბავშვო ბაღებს და სკოლებს, შემოგვიერთდნენ, გამოყონ ერთი ოთახი, სადაც მსურველებს შეეძლებათ ნივთების მიტანა.
დახმარების მსურველებს ნივთების მიტანა შეუძლიათ აღმაშენებლის 41-ში. სხვა პუნქტებს პერიოდულად შემოგთავაზებთ.
ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით! ახლა ჩვენ ყველა ერთად ამ ადამიანებს ვჭირდებით, ხოდა ჩვენ ვიწყებთ