დღეს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობის მოსაპოვებლად აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და "რესპუბლიკელი", მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი მით რომნი იბრძოლებენ.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებმა საარჩევნო კამპანიები უკვე დაასრულეს.
კვლევების თანახმად, რომნის და ბარაკ ობამას ხმას პოტენციური ამომრჩევლის 49 პროცენტი აძლევს.
გამოკითხულთა უმრავლესობა კანდიდატების შანსებს თანაბრად აფასებს, ნაადრევად მიცემული ხმების შედეგებით კი, ჯერჯერობით ბარაკ ობამა ლიდერობს.