ვიქტორ დოლიძე:ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებისგან ადეკვატურობას მოვითხოვთ!
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაფართოებულ თათბირზე ევროინტეგრაციის თემებთან დაკავშირებით იქნება საუბარი.
როგორც ვიქტორ დოლიძემ გაფართოებული თათბირის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იგი ყველაზე მნიშვნელოვან თემად ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცესთან ერთად საქართველოზე რეზოლუციის საკითხის მიბმას მიიჩნევს.
"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა რეკომენდაცია უნდა გავითვალისწინოთ. მითუმეტეს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან უნდა ვიყოთ ადეკვატურები, მაგრამ მათგანაც ადეკვატურობას მოვითხოვთ. ის რეზოლუცია, რომელიც გააკეთა ევროსაბჭომ, მითუმეტეს, ამ ხმების მოცემულობით, არის არაადეკვატური, ახლავე გეუბნებით", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.