მოახერხებს თუ არა რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისი გავლენის აღდგენას?!

მოახერხებს თუ არა რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისი გავლენის აღდგენას?!

პუბლიკაციაში გადმოცემულია რუსეთისა და აფხაზეთის ახალი ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებული სიტუაცია, ვრცლადაა განხილული ამ დოკუმენტით დაინტერესებულ მხარეთა განცხადებები და ექსპერტ-პოლიტოლოგთა კომენტარები (ავტორი - ნინა ახმეტელი).

„პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, საქართველოსა და რუსეთის სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრის დღევანდელმა ფორმატმა უკვე თავისი შესაძლებლობები ამოწურა: „აბაშიძე-კარასინის შეხვედრების შედეგად ეკონომიკური ურთიერთობების საკითხი მეტ-ნაკლებად უკვე მოგვარდა. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ დადგებოდა დრო და მხარეები „წითელ ხაზს“ მიადგებოდნენ, [რომლის იქით უკვე პოლიტიკური პრობლემების მოგვარება უნდა დაიწყოს]. ამ დროს კი არცერთი მხარე არაფერს არ დათმობს, არადა, წინსვლა აუცილებელია. დღეს უნდა განვსაზღვროთ, გვინდა ეს თუ არა. თუ გვინმდა, მაშინ ფორმატში რაღაც უნდა შეიცვალოს, განსაკუთრებით აფხაზეთ-რუსეთის ხელშეკრულების პროექტის ფონზე, რომნელიც არამხოლოდ აბაშიძე-კარასინის ფორმატს ემუქრება, არამედ ზოგადად საქართველო-რუსეთის სამომავლო ურთიერთობას“.ამასთან, როგორც კორმელი კაკაჩია ამბობს, მტკივნეულ პრობლემებზე მოლაპარაკების დროს თბილისი მოსკოვთან მარტო არ უნდა დარჩეს: „ორსუბიექტიანი ფორმატით უფრო მეტად დაინტერესებულია მოსკოვი, რადგან ამ დროს მოსკოვს შეუძლია თბილისს დაემუქროს, როცა მოლაპარაკების დროს საერთაშორისო პარტნიორებიც იქნებიან, მაშინ რუსეთი მუქარას ვერ გაბედავს“.

პოლიტოლოგი ელენე ხოშტარია, რომელიც ადრე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, თვლის, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატი  საქართველოსთვის თავიდანვე „რუსულ თამაშში“ ჩართვას ნიშნავდა. ამით იქმნებოდა იმის ილუზია, რომ არსებული პრობლემების მიუხედავად, დიალოგი მაინც მიმდინარეობს. არადა, ასეთი ფორმატი რეალური პრობლემების მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას ასუსტებს. „ბოლო შეხვედრაზე ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ორივე მხარემ პოლიტიკური პრობლემის განხილვა                                                                                                  დაიწყო საერთაშორისო პარტნიორების გარეშე. რასაკვირველია, როცა ანექსია მიდის, ღვინოზე ლაპარაკი უკვე ზედმეტი ხდება, უფრო სერიოზულ საქმეზე უნდა ისაუბრო, მაგრამ თქვა, ისიც სახიფათოა. ამიტომაც ჩვენ საკუთარი გადაწყვეტილებების მსხვერპლი გავხდით, რუსეთს უსაფრთხოების საკითხებზე სალაპარაკო არხი გავუხსენით „ერთი-ერთზე ფორმატში“. 

„აფხაზეთთან ხელმოსაწერი ხელშეკრულება გვაჩვენებს, რომ რუსეთი ცდილობს პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის აღდგენას. აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებული ამბები მხოლოდ აფხაზეთს კი არ ეხება, არამედ მთელ რეგიონს“, - განაცხადა ელენნე ხოშტარიამ.

 

„ბი-ბი-სი“ (დიდი ბრიტანეთი), 18 ოქტომბერი, 2014 წელი

http://www.bbc.co.uk/russian/international/2014/10/141013_georgis_russia_relations_over_abkhazia.shtml

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: