ირმა ინაშვილი: ერთუჯრედიანებო, ისეთი რამ მაინც მოიფიქრეთ, რომ დამაჯერებლად გამოიყურებოდეთ!
ნაცისტების მხარის წარმომადგენელს მიცემული აქვს ინსტრუქცია- პირდაპირ ეთერში არ დამაცადონ აზრის გამოთქმა, ისაუბრონ სინქრონში, ანუ უწყვეტად და პარალელურად და გადაფარონ ჩემი ხმა და ჩემი აზრები... აღნიშნულ განცხადებას "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე აკეთებს.
"წეღან ერთმა "კეთილისმსურველმა" საინტერესოდ "ჩაუშვა" ნაცისტების იდეოლოგები. თურმე, ნუ იტყვით, სპეციალური ტაქტიკა შეიმუშავეს მაინცდამაინც ჩემთან მიმართებაში...:)
1. ნაცისტების მხარის წარმომადგენელს მიცემული აქვს ინსტრუქცია- პირდაპირ ეთერში არ დამაცადონ აზრის გამოთქმა, ისაუბრონ სინქრონში, ანუ უწყვეტად და პარალელურად და გადაფარონ ჩემი ხმა და ჩემი აზრები...
2. ახალი იარლიყი "გამოაგდეს"- "ГРУ-ს აგენტი"... ცოტა ხნის წინ რუსეთის ფედერალური უშიშროების აგენტებად მოგვიხსენიებდნენ. ეტყობა, თვითონაც მობეზრდათ და ლექსიკაში ახალი ტერმინი შემოტანეს.
როგორც ჩანს, იგივე ინსტრუქციით ხელმძღვანელობდა დათო გოგიბედაშვილი, რომელსაც ფურცელზე "ГРУზია" ეწერა... ისე, ერთი წლის წინ, სწორედ ნაცისტები ამტკიცებდნენ, რომ ხშირად დავდივარ ისრაელში და "მოსადთან" მაქვს ძალიან მჭიდრო კონტაქტები. რა იყო, "მოსადის" აგენტი ვერ გავხდი, დამიწუნეს?! ისვრიან იარლიყებს და იმას არც კი უფიქრდებიან, რომ ГРУ (თუ არ ვცდები) სამხედრო დაზვერვის სამსახურია და აგენტების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი სამხედრო სფეროსთან კავშირია და, შესაბამისად, სამხედრო-საიდუმლო ინფორმაციაზე პირის ხელმისაწვდომობა. კინოს სახლის მეხუთე სართული რომელი ვაზიანის ბაზაა, ან მე რომელი სამხედრო პირი ვარ და ზღვა ინფორმაცია მაქვს, რომ ГРУ-ს ინტერესი დავიმსახურო, ახლა, ეს, მართლა, კომედია არაა?! ერთუჯრედიანებო, რაღაცა ისეთი მაინც მოიფიქრეთ, რომ უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდეთ.
P. შ. რაც შეეხება უნისონში საუბრის სტილით ჩემი აზრებისა და ხმის გადაფარვას. ეტყობა, არ იცით, რა მაგრად ვმღერი..." - წერს ირმა ინაშვილი.