არჩილ გამზარდია: ჩამოყალიბდით და ერთი პოზიცია დააფიქსირეთ, რომ საკუთარ თავს არ შეეწინააღმდეგოთ!

არჩილ გამზარდია: ჩამოყალიბდით და  ერთი პოზიცია დააფიქსირეთ, რომ საკუთარ თავს არ შეეწინააღმდეგოთ!

  "თუ ადრე კრიმინალი არ იყო, ამდენი ათასი პატიმარი უდანაშაულოდ დაამწყვდიეთ ე.ი. ციხეებში? მაშინ ამნისტირებულებს რას ეძახით დამნაშავეებს"? - აღნიშნულ განცხადებას პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია facebook-ის საკუთარ გვერდზე აკეთებს:


  "თქვე კაი ხალხო, ჩამოყალიბდით და ან ერთი პოზიცია დააფიქსირეთ, ან მეორე, ისე, რომ საკუთარ თავს არ შეეწინააღმდეგოთ:

* თუ ადრე კრიმინალი არ იყო, ამდენი ათასი პატიმარი უდანაშაულოდ დაამწყვდიეთ ე.ი. ციხეებში? მაშინ ამნისტირებულებს რას ეძახით დამნაშავეებს?

* თუ კრიმინალები იყვნენ ყველა და ეკუთვნოდათ ციხეში ყოფნა, მაშინ რაღას იძახით, ადრე კრიმინალი არ იყო და ახლა გაჩნდაო?

ჩამოყალიბდით რა... ეს "ოცნებაა" ასეთი ლოხებით სავსე, რომ ამდენი ტექსტი გაგდით, თორემ ჩვენც გვახსოვს რაღაცეები", - წერს გამზარდია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: