ირაკლი ალასანია: რუსეთის მხრიდან "დიქტატს" ვერ მივიღებთ!
როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველო არ დაუშვებს რუსეთის მხრიდან ზეწოლას, შეაჩეროს ქვეყნის ტერიტორიაზე NATO-ს საწვრთნელი ცენტრის განთავსება ან ჩაშალოს საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავების გეგმები.
"რუსეთთან კონფრონტაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული. საქართველოს სტაბილურობა სჭირდება. მაგრამ ჩვენ არასდროს დავუხრით თავს რუსებს... რუსეთის მხრიდან "დიქტატს" ვერ მივიღებთ იმაზე, თუ რა არის უკეთესი საქართველოსთვის", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.