ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების მიმართ გამოძიება მიმდინარეობს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების მიმართ გამოძიება მიმდინარეობს

  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს. როგორც საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, საქმე ეხება თანამშრომლების მიერ სამსახურის კუთვნილი თანხების მითვისებას. თანხების ზუსტი ოდენობა ჯერ უცნობია.

  2014 წლის 20 სექტემბერს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გენერალური ინსპექციის მიერ გამოვლენილი იქნა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ თანხების მითვისების ფაქტი, რაც სათანადო რეაგირებისათვის გადმოიგზავნა თბილისის პროკურატურაში. გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტზე.

  გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა, რომელიც აღნიშნულ სამსახურში 1996 წლიდან მუშაობს, 2013 წლის თებერვლიდან 2014 წლის სექტემბრამდე პერიოდში, ზემოხსენებული სამსახურის კუთვნილი თანხები მითვისების მიზნით გადარიცხა როგორც პირად, ასევე ოჯახის წევრების სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე.

 გამოძიების ამ ეტაპზე, ზარალის ზუსტი ოდენობის დასადგენად მიმდინარეობს ფინანსური რევიზია, რის შემდეგაც მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება", - აცხადებენ პროკურატურაში.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: