ირაკლი ლექვინაძე: ბიზნესის გააქტიურების შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთის ზრდას მივიღებთ!

ირაკლი ლექვინაძე: ბიზნესის გააქტიურების შემთხვევაში  საპროცენტო განაკვეთის ზრდას მივიღებთ!

 როგორც ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, ბანკების მიერ დაფინანსების განხორციელებისას კერძო სექტორს კონკურენციას სახელმწიფოც უწევს და ბანკი მეტი არჩევანის პირობებში სესხს შედარებით მაღალ საპროცენტო განაკვეთში გასცემს.  არნიშნულ განცხადებას ლექვინაძე გაზეთ "პრემიერთან" საუბრისას

  "ეს ის ფულია, რომელიც ბანკებს აქვთ და რომელიც პოტენციურად უნდა ჩაიდოს ბიზნესში. მოთხოვნის ზრდა, რა თქმა უნდა, აისახება საპროცენტო განაკვეთებზე, იმიტომ რომ უკვე კერძო სექტორის დაფინანსების კონკურენტად რჩება სახელმწიფო სექტორი და ბანკებს მეტი არჩევანი აქვთ. ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს მაკროეკონომიკური პროპორცია, როდესაც სახელმწიფოს აქვს ბიუჯეტის დეფიციტი და ამ ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად იყენებს შიდა რესურსს, შიდა კაპიტალის ბაზარზე სესხულობს ფულს, ეს ყოველთვის იწვევს გრძელ პერიოდში გარკვეული პერიოდის შემდეგ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდას. ამიტომ ბიზნესისთვისაც მერე ფული უფრო ძვირდება", -განაცხადა ექსპერტმა.

  მისი თქმით,  სახელმწიფო ფულს თუ არ ისესხებს, ფული, რომელიც ბანკებს აქვთ, მოხმარდება მხოლოდ ბიზნესპროექტების დაფინანსებას.


  "საბოლოო ჯამში, ეს აისახება საპროცენტო განაკვეთზე. ოღონდ ეს ყველაფერი ხდება ისეთ ქვეყანაში, სადაც კაპიტალზე მოთხოვნა მაღალია და არ არის ჭარბი ლიკვიდობა, ანუ ბანკებს გაუსესხებელი ფული არ რჩებათ. ასეთ ქვეყნებში ეს მყისიერად აისახება საპროცენტო განაკვეთზე", აცხადებს ლექვინაძე.
 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: