ახალი ბიუჯეტის სიურპრიზები
ბიუჯეტის ახალი პროექტი ახალ რეალობას უქმნის სახელმწიფო უწყებებს. ბევრს უმცირდება დაფინანსება, ზოგს კი ემატება.
ახალმა მთავრობამ ეროვნულ უშიშროების საბჭოს დაფინანსებიდან 21 მილიონი ლარი მოუხსნა. ცვლილება მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში უკვე შესულია.
ასევე, დაფინანსება უმცირდებათ სახელმწიფო რწმუნებულებსაც და მილიონიანი დაფინანსება არც ერთ მათგანს აღარ რჩება. შესაბამისად, შემცირება შეეხება გუბერნატორის აპარატის თანამშრომლების ანაზღაურებასაც.
ცვლილებები შეეხო მთელი რიგი სამინისტროების დაფინანსებასაც, ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით, რამდენიმე სამინისტროს დაფინანსება შემცირდა, რამდენიმე სამინისტროს დაფინანსება კი გაიზარა.
ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება 110 მილიონი ლარის ნაცვლად 100 მილიონი ლარი იქნება. ეკონომიკის სამინსიტროს დაფინანსება 6 მილიონი ლარით, იუსტიციის სამინსიტროს კი 7 მილიონი ლარით შეუმცირდება.
ბიუჯეტის ახალი პროექტის მიხედვით, გაიზარდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაფინანსება _ 150 მილიონიდან 170 მილიონამდე. თითქმის გაორმაგდა დევნილთა და განსახლების სამინისტროს დაფინანსება _ ის 25 მილიონიდან 48 მილიონამდე გაიზარდა.
ასევე გაიზარდა საპატრიარქოს დაფინანსება _ ის 25 მილიონი იქნება.
შემცირდა რეგიონალური განვითარების პროქტების ბიუჯეტი. ამ პროექტებისთვის მხოლოდ 137 მილიონი ლარი გამოიყოფა.
გაიზრდება სოფლის მეურნეობის სამინსტროს დაფინანსება, თუმცა დამატებით მოზიდული იქნება კერძო ინვესტიციები დარგის განსავითარებლად. შეიქმენა სოფლის მეურნეობის განვითარების მილიარდიანი ფონდი.
2013 წლის ბიუჯეტში ბოლომდე არ არის შესული ახალი მთავრობის ყველა ინიციატივა, ბიუჯეტის განმარტებით ბარათში ამის მიზეზად დროის სიმცირეა დასახელებული. ცვლილების შედეგად დაზოგილი თანხები დაიხარჯება სოციალურად დაუცველი ოჯახების, პენსიონერების, დევნილების დასახმარებლად.