"თავისუფლება ემზარ კვიციანს!"-აქცია კანცელარიასთან

"თავისუფლება ემზარ კვიციანს!"-აქცია კანცელარიასთან

   სამშაბათს, 21 ოქტომბერს 14:00-ზე სახელმწიფო კანცელარიასთან გაიმართება მოთხოვნით: "თავისუფლება ემზარ კვიციანს!!!" 

 

   აქციის ორგანიზატორები არიან: "ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე და "მებრძოლ პატრიოტთა კავშირის" თავმჯდომარე ემზარ ქვარიანი.

 

   -"სააკაშვილის ხელისუფლებამ  2006 წელს გააუქმა რაზმი "მონადირე", რომელიც წლების მანძილზე საკუთარი სისხლის ფასად იცავდა კოდორის ხეობას. ემზარ კვიციანს რაზმის უკანონო შეიარაღებასა და სამხედრო ამბოხების მოწყობაში დასდო ბრალი.  ემზარ კვიციანი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.  შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ კვიციანი და მისი რაზმი ხელს უშლიდნენ სააკაშვილის ხელისუფლებას, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში ტყვიის გასროლის გარეშე  კოდორის ხეობა რუსეთს ჩააბარა. 

 

   2014 წლის 28 თებერვალს ემზარ კვიციანი საქართველოში დაბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა დააკავებდნენ. ის მზად იყო (არის) ეთანამშრომლა გამოძიებასთან.  

 

   მიმაჩნია რომ ის სააკაშვილის ხელისფლებამ, ისევე როგორც მრავალი ადამიანი უსამართლოდ გაწირა. ასევე მიმაჩნია, რომ ჩვენ საზოგადოება გვერდში უნდა დავუდგეთ ადამიანს, რომელიც საკუთარი სისხლის ფასად იცავდა ქართულ მიწას! სირცხვილია  კოდორის ხეობის დამცველი ემზარ კვიციანი ციხეში იყოს, ხოლო ის ხალხი რომლებმაც კოდორი და მასთან ერთად სამაჩაბლოს მიწები დაკარგა ტელევიზიებიდან გვმოძღვრავდენენ. 

 

   ამ აქციამ შედეგი რომც ვერ გამოიღოს,  ემზარ კვიციანს მორალურ მხარდაჭერას მაინც გამოვუცხადებთ, გავამხნევებთ, რაც გასაჭირში (ციხეში) მყოფი ადამიანისთვის ბევრს ნიშნავს.

 

   ნუ გეშინია მტრების – უარეს შემთხვევაში მათ შეიძლება მოგკლან. ნუ გეშინია მეგობრების – უარეს შემთხვევაში მათ შეიძლება გიღალატონ. გეშინოდეთ გულგრილი ადამიანების – ისინი არ კლავენ და არ ღალატობენ, მაგრამ მხოლოდ მათი მდუმარე თანხმობით ხდება ყოველგვარი ბოროტება დედამიწაზე!

 

   ნუ ვიქნებით გულგრილნი და ნუ მივატოვებთ ემზარ კვიციანს გასაჭირში!"

 

ზვიად ტომარაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია

"ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტი"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: