თინა ხიდაშელი: ქალზე ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოცხადდეს!
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თინა ხიდაშელის თქმით, ქალზე ძალადობის მიმართ ხელისუფლებამ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოაცხადოს. მისი შეფასებით, ქვეყანაში, ამ მხრივ, კრიტიკული მდგომარეობაა და პრობლემაზე რეაგირებაც მკაცრი უნდა იყოს. აღნიშნული განცხადება ხიდაშელმა "იმედის" ეთერშ გააკეთა.
"თუ ხელისუფლებამ რამის მიმართ უნდა გამოაცხადოს ნულოვანი ტოლერანტობა - ესაა ის, რაც დღეს ხდება. ქალის მიმართ ძალადობა, განსაკუთრებით მკვლელობა უნდა გამოცხადდეს სახელმწიფოში, როგორც ნულოვანი პოლიტიკის ნაწილი. ეს უნდა იცოდეს ყველამ - ყველა პოლიციელმა, გამომძიბელმა, ჩინოვნიკმა, მაღალი რანგის თუ დაბალი რანგის წარმომადგენელმა, მთელმა საზოგადოებამ, პოტენციურმა მსხვერპლმაც და პოტენციურმა დამნაშავემაც,"-განაცხადა ხიდაშელმა.