თბილისი - „ეირ არაბიას“ მეასე მარშრუტი

თბილისი - „ეირ არაბიას“ მეასე მარშრუტი

„ავიაკომპანია „ეირ არაბიას“ სამგზავრო  რეისები თბილისში 28 ოქტომბრიდან კვირაში ორჯერ - სამშაბათობით და პარასკევობით - განხორციელდება: თვითმფრინავები შარჟას საერთაშორისო აეროპორტიდან 13 საათზე გამოფრინდებიან და თბილისში 16 საათსა 30 წუთზე დაეშვებიან. საქართველოს დედაქალაქიდან კი შარჟასაკენ, შესაბამისად, 17.10-ზე და 20.20-ზე გაფრინდებიან. თბილისი „ეირ არაბია“-სათვის მე-100 მარშრუტი იქნება, - იუწყება არაბთა გაერთიანებული ემირატების გაზეთი „ქელიჯ თაიმსი“.


„ეირ არაბია“ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ყველაზე მსხვილ და იმავდროულად იაფ გადამყვან საბიუჯეტო კომპანიას წარმოადგენს.
„თბილისი ჩვენი ავიაკომპანიის მარშრუტებისთვის ძალიან მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენს. დარწმუნებულნი ვართ, რომ „ეირ არაბიას“ მომსახურების დონე მგზავრებს ძალიან მოეწონებათ“, - განაცხადა ადელ ალიმ, ავიაკომპანიის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელმა, - „ჩვენ მოხარულნი ვართ ქართველი კლიენტებისათვის მისაღები ფასები და მომსახურება დავნერგოთ. სამომავლოდ განზრახული გვაქვს ჩვენი მარშრუტები კიდევ უფრო გავაფართოვოთ“.


საქართველოს დედაქალაქი თბილისი, რომელიც კავკასიის ულამაზესი მთების ძირში მდებარეობს, იმავდროულად ქვეყნის ყველაზე ლამაზ ქალაქადაც ითვლება. თბილისი საქართველოს პოლიტიკური-ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული ცენტრია. ამ კავკასიურ რესპუბლიკას უძველესი ისტორია აქვს და  აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გზაგასაყარზეა განლაგებული. აქ ერთმანეთს ცვლის სხვადასხვა ათასწლოვანი კულტურების პალიტრა, რომლებიც ერთი დროშის ქვეშ არიან გაერთიანებულნი.


საქართველოს ტერიტორია საუკენეების მიღმა „აბრეშუმის დიდი გზის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა, დღეს კი ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია განიცადა უკანასკნელ ოცწლეულის განმავლობაში სწრაფად და დინამიურად ვითარდება აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით.


ამჟამად საქართველო საერთაშორისო ბიზნესის „ცხელი წერტილია“. ამ ქვეყანაში ჩამსვლელ ტურისტს წინ ბედნიერი დღეები ელოდება - განუმეორებელი ქართული სამზარეულო, სულიერი კულტურისა და ხელოვნების საგანძური, გასაოცარი არქიტექტურა, - ნათქვამია „ქელიჯ თაიმსის“ პუბლიკაციაში.

„ქელიჯ თაიმსი“ (არაბთა გაერთიანებული ემირატები), 20 ოქტომბერი, 2014 წელი
http://www.khaleejtimes.com/biz/inside.asp?xfile=/data/aviation/2014/October/aviation_October13.xml&section=aviation

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: