ალექსი პეტრიაშვილი: საქართველოსთვის საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია!
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, რუსეთთან მიმართებაში, საქართველოსთვის საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
"თუკი რუსეთი განაგრძობს ასეთი ტიპის ქმედებას და მაინც განახორციელებს ხელმოწერას იმ შეთანხმებაზე, რომელსაც საერთაშორისო სამართლებრივად, იურიდიულად არავითარი ძალა არ გააჩნია, მაშინ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავააქტიურებთ მუშაობას იმისთვის, რომ მსგავსად ყირიმის ანექსიისა, საქართველოს ტერიტორიის ანექსიის შემთხვევაში, საერთაშორისო თანამეგობრობამ მიიღოს უკვე ძალიან მკაცრი ზომები",- განაცხადა პეტრიაშვილმა.