ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაის 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ტერიტორიაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომელსაც 3 ახალგაზრდის ლიკვიდაცია მოჰყვა. აღნიშნულ საქმეში ბრალდებულებს ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს ბრალად განზრახ მკვლელობა ედებათ.