ქრთამის აღების ფაქტზე, შპს "ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის" წარმომადგენელი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, შპს "ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის" მესამე განყოფილების უფროსი, დავით სარიშვილი დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს, მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი ავადმყოფის, ფსიქიატრიული საავადმყოფოს სტაციონარში ერთი წლით მოთავსების სანაცვლოდ, ქრთამის სახით გამოართვა 1 000 ლარი. გარდა ამისა, დაკავებულმა იმავე მოქალაქეს გამოართვა მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი ავადმყოფის საპენსიო ბარათი, რადგან შემდგომში ყოველთვიურად დაუფლებოდა ბარათზე დარიცხულ საპენსიო თანხას, 100 ლარს.