მანანა კობახიძე: "ნაციონალური მოძრაობის" თხოვნა, ჭიკაიძის პარლამენტში მიწვევის თაობაზე არ მიმიღია!
ვიცესპიკერ მანანა კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობის წერილი შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის პარლამენტში მიწვევის მოთხოვნით, მას ჯერ არ მიუღია. კობახიძე, რომელიც გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრიც არის, საპარლამენტო უმცირესობას მოუწოდებს, ოჯახური ძალადობის საკითხთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დღეისათვის დაგეგმილ სხდომას დაესწრონ.
"მინისტრის მოწვევის თხოვნა მე ჯერ არ მიმიღია წერილობით, თუმცა, რა თქმა უნდა ვიმსჯელებთ. სწორედ ეს ფორმატი არის ადამიანის უფლებათა კომიტეტში, ასე რომ მათ შეუძლიათ მობრძანდნენ. ეს იქნება ვფიქრობ, საქმიანი ფორმატი, როცა ჩვენ ვიმსჯელებთ ამ პრობლემაზე და მისი გადაჭრის გზებზე",-განაცხადა კობახიძემ.
ცნობისათვის, დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტში ოჯახური ძალადობის საკითხებს განიხილავენ.