რისთვის იყენებდა დუდაევის ვაჟი ყალბ საბუთებს?!

რისთვის იყენებდა დუდაევის ვაჟი ყალბ საბუთებს?!

  "გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლიტვის პროკურატურამ ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟის დეგი დუდაევისათვის 9 თვით თავისულების აღკვეთა მოითხოვა. იგი ბრალდებულია ლიტვის პასპორტების გაყალბებაში: უმცროსი დუდაევმა დანაშაული აღიარა და თქვა, რომ პასპორტების გაყალბება რუსეთში მცხოვრები ნათესავების დასავლეთის ქვეყნებში გადასაყვანად სჭირდებოდა, - წერს სტატიის ავტორი მუსა მურადოვი.

   ყალბ პასპორტებთან დაკავშირებული ისტორია 2011 წლის მარტში დაიწყო. სწორედ მაშინ დეგი დუდაევმა თავისი თანამზრახველებთან ერთად ლიტვის პასპორტის ბლანკები მოიპოვა, რომლებშიც ჩეჩნეთის მცხოვრებლების გვარები ჩაწერა  ევროპის სახელმწიფოებში მათი გადაყვანის მიზნით. კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, უმცროსმა დუდაევმა ყალბი დოკუმენტები პირადი გამორჩენის მიზნით დაამზადა - საქართველოდან წამოსული ემიგრანტებისათვის გადასაცემად. სულ დამზადდა შვიდი ყალბი პასპორტი, მაგრამ დუდაევმა მათი ჩეჩნეთში გადაგზავნა ვერ მოასწრო - ლიტველმა პოლიციელებმა ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს და იგი დააკავეს, მისივე თანამზრახველებთან ერთად", - აღნიშნულია სტატიაში.
  პუბლიკაციაში მოცემულია დაკავებულის ნათესავის უსმან ფერზაულის განცხადება, რომლის თანახმად, დეგი დუდაევი უდანაშაულოა, მას პასპორტებთან არავითარი კავშირი აქვს და იგი მხოლოდ კომპიუტერული სისტემების კომპანიი ხელმძღვანელობითაა დაკავებული".
   "ჩეჩნეთის ექს-პრეზიდენტის, 1998 წელს დაბომბვის შედეგად დაღუპული ჯოხარ დუდაევის ქვრივი ალა და შვილები ავლური და დეგი ჩეჩნეთის მეორე კამპანიის დაწყებისას საქართველოში წავიდნენ და იქ ცხოვრება დაიწყეს. მოგვიანებით შვილები ევროპაში გაემგზავრნენ - ერთი შვედეთში, მეორე კი ლიტვაში. ისინი ცდილობდნენ, რომ პოლიტიკაში არ ჩართულიყვნენ, თუმცა ამის სესაძლებლობა ნამდვილად ჰქონდათ. შვილებისაგან განსხვავებით ემიგრაციაში უფრო დედა - ალა დუდაევა აქტიურობდა, როცა საკმაო ხნის განმავლობაში საქართველოს არასამთავრობო ტელეარხზე ("პერვიი კავკაზსკიი") საავტორო პროგრამას ხელმძღვანელობდა".

 

 

"კომერსანტი" (რუსეთი), 22 ოქტომბერი, 2014 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2594995?isSearch=True

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: