ზურაბ აბაშიძე:მეზობელ ქვეყანას, გინდა-არ გინდა, ორ-სამ თვეში ერთხელ უნდა შეხვდე!
პრაღის ფორმატთან დაკავშირებით იმსჯელებენ დღეს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. კანონმდებლებს კარასინ-აბაშიძის ბოლო შეხვედრის დეტალებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე გააცნობს.
"საუბარია იმაზე, ვაგრძელებთ საუბარს თუ არ ვაგრძელებთ საუბარს. ეს არხი, პირდაპირი, ორმხრივი დიალოგისა, ვფიქრობ, რომ თავისთავად, ფასეულია იმ თვალსაზრისით, რომ საელჩოები ჩვენ არ გვაქვს, დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს. მეზობელ ქვეყანას, გინდა-არ გინდა უნდა შეხვდე ორ-სამ თვეში ერთხელ, რომ დაგროვებული პრობლემები მეტ-ნაკლებად მოაგვარო", - განაცხადა აბაშიძემ.